Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

თეა ახვლედიანის ინტეგრაციის პოლიტიკა – სამცხე-ჯავახეთში, მედიის გარეშე

April 17, 2026

თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, ტრადიციულად, მედიისგან მალულად. მან უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია ისე მოიარა, რომ მედიისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია, არც აპარატის, არც უნივერსიტეტის და არც სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელს. 

“არავისთვის გვითქვამს, ჩვენ გადავიღეთ,” – ასე გვპასუხობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება.

უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ კი გვითხრა: “ღონისძება არ იყო ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი. მიზანი ჰქონდა ახვლედიანი შეხვედროდა სომხურენოვანსტუდენტებს და არ ჩავთვალეთ საჭირო, რომ თქვენთვის შემეტყობინებინა.”

იგივე შეკითხვით დავურეკეთ სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელს, ისიც ტრადიციულად, ჩვენს ზარებს არ პასუხობს და ტელეფონს გვითიშავს. 

რაც შეეხება შეხვედრას, როგორც საჯარო უწყებების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ახვლედიანი რეგიონში დედა-ენის დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა და უნივერსიტეტში 1+4 სასწავლო პროგრამის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში კი სამუშაო შეხვედრა რეგიონის იმ მუნიციპალიტეტების მერებთან შედგა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდაა დასახლებული.

ჩვენ ახვლედიანისთვის გვინდოდა გვეკითხა რამდენად ეფექტურად აფასებს 1+4 პროგრამის შედეგებს და იგეგმება თუ არა პროგრამის განახლება, რადგან სპეციალისტების შეფასებით მას შემდეგ, რაც პროგრამა შეიმუშავეს მასში არაფერი შეცვლილა და მოდერნიზაციას საჭიროებს.