Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ბრინჯაოს მზის დისკი, ციკლოპური ნაგებობები – სამცხე-ჯავახეთში 168-მდე არქეოლოგიური ძეგლი გამოვლინეს

April 21, 2026

ბრინჯაოს მზის დისკი, თიხის კონსტრუქციები და დეკორატიული ფირფიტები გეომეტრიული ორნამენტებითა და ფერადი პიგმენტები, ციკლოპური ნაგებობები – გამოქვეყნდა  ქართველი და იტალიელი არქეოლოგების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარებული რვა საველე ექსპედიციის წინასწარი შედეგები, რომელთა მიხედვით სამცხე-ჯავახეთში 168-მდე არქეოლოგიური ძეგლი გამოვლინდა, – შინაარსი Cambridge University Press-მა გამოაქვეყნა.

ამავე წყაროს ცნობით, კვლევა 2017 წლიდან მიმდინარეობს და სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან ზონას მოიცავს. პროექტის ფარგლებში გამოვლენილია დაახლოებით 168 არქეოლოგიური ობიექტი. მათ შორის არის პრეისტორიული დასახლებები, გამაგრებული ნაგებობები და ნეკროპოლები. ასევე ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები მეგრეკის (მერენია) ციხესა და ბარალეთის ნაცარგორაზე.

გამოქვეყნებული მონაცემებით, კვლევები აჩვენებს დასახლების მრავალფაზიან სურათს და სხვადასხვა პერიოდის გამოყენებას ადრეული ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე. ობიექტების ნაწილი, სავარაუდოდ, დროებით თავშესაფრებად გამოიყენებოდა.

ბარალეთის ნაცარგორა

გამოქვეყნებული მასალის თანახმად, 2023–2024 წლებში ახალქალაქის სოფელ ბარალეთის ნაცარგორაზე დაწყებულმა გათხრებმა გამოავლინა მრავალშრიანი დასახლება. აღმოჩნდა მასიური თავდაცვითი კედელი, საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები და ხანძრის არაერთი კვალი.
დასახლება თარიღდება ადრეული ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანამდე (დაახლ. ძვ.წ. 3500–500 წლები).
გათხრებისას აღმოჩნდა ბრინჯაოს მზის დისკი, რომელიც ამჟამად ახალქალაქის მუზეუმში ინახება.

მეღრეკის ციხე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში არსებული მეღრეკის ციხეზე ჩატარებულმა სამუშაოებმა აჩვენა დასახლების მრავალფენიანობა. გამოვლენილია თავდაცვითი კედლები, საცავები და საცხოვრებელი კომპლექსები.
აღმოჩენილია თიხის კონსტრუქციები და დეკორატიული ფირფიტები გეომეტრიული ორნამენტებითა და ფერადი პიგმენტებით.