,,წალკის მუნიციპალიტეტი გეოგრაფიულად, ისტორიულად, უნიკალური მუნიციპალიტეტია, ფაქტობრივად აქ ყველა საუკუნეა წარმოდგენილი,“– გვიყვება გეოგრაფი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი.
წალკაში მდებარე უძველესი ყორღანები, მენჰირები, მსოფლიო მნიშვნელობის პეტროგლიფები, კანიონები, მეგალითური ციხე და ნასახლარები, ეკლესია-მონასტრები დარანები – ერთ დიდ ისტორიას წერს.
გიორგი დვალაშვილი: ,, წალკის მუნიციპალიტეტში თავმოყრილია მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლები. ამ დასახლებებში მნიშვნელოვანი ბუნებრივი და ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებია.
სამწუხაროა, რომ ვიზიტორები ფაქტობრივად წალკას არ ცნობენ, თქვენი ტელევიზიის ჩართულობა ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს, ამ მხარეს პოპულარიზაცია სჭირდება.

წიგნზე , ,,წალკის მუნიციპალიტეტი“ მუშაობის პროცესში, ძალიან დიდმა, საინტერესო და მნიშვნელოვანმა მასალამ მოიყარა თავი.

ავტორის თქმით,წიგნში, ,, წალკის მუნიციპალიტეტი “ აღწერილი და თავმოყრილი ძეგლების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ცნობადობას და ტურისტული მიმართულების გაზრდას შეუწყობს ხელს. უმნიშვნელოვანესია მსოფლიო მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების დაცვა და მოფრთხილება.
გიორგი დვალაშვილი: “ყველა სოფელს აქვს ბუნებრივი რესური იმისა, რომ ვიზიტორები მიიზიდოს. როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე. თბილისიდან 100 კილომენტრში უნიკალური ძეგლებია.
- კითხვაზე, რომელ ძეგლს სჭირდება პოპულარიზაცია და გამორჩევა, გეოგრაფი გვპასუხობს:
,,პეტოგლიფები მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ადგილია, ეს ძეგლი დაუცველია, დაზიანებული და გაფუჭებულია, შეიძლება ძეგლს ჰქონდეს სტატუსი, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორაა ის აღსრულებული. ფორმალური სტატუსი ვერ დაიცავს.

ინფრაქსტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებისთვის მონახულებადი გახდეს. ასეთივეა, ავრანლოს მეგალითები, თეჯისის მენჰირი და სხვა.
ავრალნოს მეგალითებს, ბუნებრივი პირობები აზიანებს . მას კონსერვაცია სჭირდება, ასევე მსოფლიო მნიშვენლობისაა თეჯისის მენჰირი.
მენჰირები, მეგალითები, გერმანული მემკვიდრეობა და უნიკალური შენობები, გადარჩენას საჭიროებს. დაგვიანების შემთხვევაში გადასარჩენიც არაფერი იქნება.
რეგიონში ყველა საუკუნეა წარმოდგენლი და ძალიან სამწუხაროა, რომ წალკის წყალსაცავმა ძალიან დიდი მემკვიდრეობა ჩაძირა.
ყურადღებას იმსახურებს დარანები-სამალავები, რომელიც შეძლება არა მხოლოდ გრანდიოზულმა სამუშაოებმა მცირე ჩარევამაც მნიშვნელოვნად დააზიანოს.
წალკაში თავმოყრილია მსოფლიო მემკვიდრეობა და ძეგლებს დაცვა, სახელმწიფოს მხირდან ჩართულობა სჭირდება.”
თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტების მიერ, 2025 წლის სტუდენტური სამეცნიერო პროექტის ფარგლებში გამოცემულ წიგნში ,,წალკის მუნიციპალიტეტი“ თავმოყრილია წალკაში მდებარე ღირშესანიშნავი ძეგლები, რომელებიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება , რაც სპეციალისტების თქმით ამ მხარეს განსაკუთრებულობას სძენს.
გიორგი დვალაშვილი გვიყვება, რომ წიგნზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული თსუ- ს სტუდენტები, მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს, ადგილობრივ მოსახლეობასთან თარჯიმნის როლსაც ასრულებდნენ, ჩართულნი იყვნენ საველე სამუშაოებიშიც.

ანაიდ მანუკიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალიდანაა, ამბობს რომ დიდი ინტერესით ჩაერთო წიგნის მომზადების პროცესში.
ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ში, გეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობს. ანაიდ მანუკიანი: ,, მონაწილეობა მივიღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტში, რომლის ავტორი იყო ჩემი ლექტორი გიორგი დვალაშვილი. მუშაობის პროცესში ჩვენ შევისწავლეთ წალკის მუნიციპალიტეტში არსებული თითქმის ყველა სოფელი, გავეცანით ადგილობრივი მოსახლეობის კულტურას, ტრადიციებს, ისტორიასა და ყოველდღიურ ცხოვრებას.
პროექტის განმავლობაში ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდა თადეოსის სამლოცველო-მ, რომელიც სოფელ კიზილ-ქილისაშია. ადგილობრივები მას „სინათლის წყაროსაც“ უწოდებენ. სამლოცველოსთან ახლოს მდებარეობს წმინდა წყარო და პატარა აუზი, რაც ამ ადგილს განსაკუთრებულ სულიერ და მშვიდ გარემოს სძენს.
შთამბჭდავია დაშბაშის XIX საუკუნის სომხური ეკლესია, რომელიც ერზრუმიდან გადმოსახლებული სომხების მიერაა აშენებული. სოფელი ცნობილია ასევე ულამაზესი დაშბაშის კანიონი-თ, რომელიც საქართველოს ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ამ პროექტის საშუალებით ჩვენ წალკა სრულიად ახალი თვალით აღმოვაჩინეთ. ეს იყო არა მხოლოდ სასწავლო პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული გამოცდილებაც. პროექტმა დიდი როლი ითამაშა ჩვენი ცოდნის გაღრმავებასა და რეგიონების მიმართ ინტერესის გაზრდაში.“
ნათელა პაპოიანი: “ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო წალკის უფრო ღრმად შესწავლა, მისი უკეთ გაცნობა და იმ მრავალფეროვნების დანახვა, რაც ამ რეგიონს განსაკუთრებულს ხდის.
პროექტის ფარგლებში ვიკვლევდით სხვადასხვა სოფელს, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები წლების განმავლობაში ერთად, მშვიდობიანად და მეგობრულ გარემოში ცხოვრობდნენ. ასევე გავეცანით მნიშვნელოვან ეკლესიებს, კულტურულ გარემოსა და წალკის გამორჩეულ, ულამაზეს ბუნებას.”

მიტოვებული მენჰირები, გაძარცვული ყორღანები, აღმოჩენილი და კვლავ მიწით დაფარული დარანები, პეტროგლიფები ვიზიტორებს ელიან.
წიგნი ,,წალკის მუნიციპალიტეტი“ ნაბეჭდი ცოტა რაოდენობით დაიბეჭდა. ინტერესის შემთხვევასი შესაძლებელი იქნება წიგნის სხვადასხვა ენაზე თარგმნა.
მიტოვებული მენჰირები, გაძარცვული ყორღანები, აღმოჩენილი და კვლავ მიწით დაფარული დარანები, პეტროგლიფები ვიზიტორებს ელიან. როგორია სახლემწიფოს როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით და რისი გაკეთებაა შესაძლებელი. რედაქცია თემაზე მუშაოაბს განაგძობს.
იგეგმება თუ არა ავრანლოს მეგალითების კონსერვაცია, საქართველოს კულტურული მემკვიდრების დაცვის სააგენტოს კითხვით მივმართეთ. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.