კითხვაზე ადევნებთ თუ არა თვალს გადაცემებს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ არაქართულენოვან სატელევიზიო არხებზე, ყველაზე მეტი დადებითი პასუხი 40% სომხურ დასახლებაში გამოკითხულებმა გასცეს.
მათგან პირველ 4 პოზიციას რუსული HTВ, 1 Канал ORT, Россия 1 და RTR იკავებს.
აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.