...

წმინდა მამა გიორგი კარსლიდისი წალკიდან

August 5, 2026

ფერიცვალების სახელობის ეს ტაძარი წალკაში, სოფელ განთიადში მდებარეობს.  სწორედ აქაა დაბრძანებული მე-20 საუკუნის დიდი მამის, ღირსი გიორგი კარსლიდისის წმინდა ნაწილები. ის წალკაში დაბადებული წმინდანია.  ღირსი მამა  წალკაში, დღევანდელ ტბეთში ( ადრე ამ სოფელს ხადიკი ერქვა) 1902  წლის 18 იანვარს დაიბადა და მას ათანასე უწოდეს.

ეკლესიის დევნა შევიწროების წლებში  ბერად აღკვეცა გადაწყვიტა.

 მთავარეპისკოპოსის იოანეს მიერ ნაჩუქარმა  პანაღიამ  სიკვიდლისგან იხსნა, დახვერტისას ტყვია  პანაღიაში მოხვდა და გადარჩა. 

დახვრეტას სასწაულებრივად გადარჩენილი მამა გიორგი საბერძნეთში გასული საუკუნის 30-იან წლებში გაემგზავრა და დრამის მუნიციპალიტეტის სოფელ სიფსაში დამკვიდრდდა. ღირსმა მამამ ამაღლების მონასტერი ააშენა და სიკვდილამდე იქ მსახურობდა.

 საბერძნეთის ეკლესიამ ის წმინდანად 2008 წელს შერაცხა. 

წმინდა მამაზე, მის მშობლიურ სოფელში ბევრს საუბრობენ. თუმცა, საქართველოს მოსახლეობის  დიდ ნაწილს  მე-20 საუკუნის  ღირსი მამის შესახებ ინფორმაცია ნაკლებად  აქვს. 

ჩვენ ღირსი  მამის შესახებ ისტორია სოფელ განთიადში, სოფელ ტბეთსა და ქალქ წალკაში  შევაგროვეთ. რა გზა გაიარა ღირსმა მამამ წმინდანად შერაცხვამდე, რომელიც საბერძნეთში ქართულად აღავლნდა წირვა-ლოცვას და ქართულ სახარებასთან ერთად დაიკრძალა. 

მამა გიორგი კუჭულია, სოფელ განთიადში მდებარე ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი: ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი დაიბადა სოფელ ტბეთში, ძველი ქართული სოფელია და ძველი სახელი დაუბრუნდა..მაგრამ  როცა მამა გიორგი დაიბადა, მაშინ ერქვა ხადიკი. ტოპონიმიკა გამოწვეულია იმით რომ 19-ე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიიდან თურქულ ენოვანი ბერძნები ჩამოსახლდნენ წალკაში  და ის სოფლები საიდანაც მოვიდნენ იმ სოფლის სახელები მოიტანეს და ქართულ სოფლებს დაარქვეს. ვინაიდან ქართული მოსახლეობა აღარ ცხოვრობდა.  

მამა გიორგი კარსლიდისი დაიბადა სოფელ  ხადიკში,  აქ გაიზარდა  და ზრდასრულ ასაკში მოღვაწეობდა  აფხაზეთში, დრანდის მონასტერში, მიტროპოლიტმა იოანე მარღიშვილმა აღკვეცა ბერად და ნიშანდობლივია რომ მას აჩუქა პანაღია. რომელიც მღვდელმთავრის ტიტულის მანიშნებელი. ის უბრალო ბერი იყო და ეტყობა მიტროლოპიტმა იოანემ  რაღაც  დაინახა მასში  და ამის ნიშნად უბოძა პანაღია. 

 ეს არის ის პერიოდი, როდესაც სამწუხაროდ საქართველოს გასაბჭოება მოხდა. ოციანი წლებია და მამა გიორგი კარსლიდისიც მოყვა იმ დევნაში, როდესაც   ქართული მართლამდიდებლური  ეკლესიის სასულიერო [პირები იდევნებოდან.  ის დააპატიმრეს და იჯდა  თბილისში, მეტეხის ციხეში. მას მიუსაჯეს  დახვრეტა. გაიყვანეს დასახვრეტად და მოხდა ასეთი სასწაული, რომ ერთი ტყვია მოხვდა იმ პანაღიაში, რომელიც მას აჩუქა მიტროპოლიტმა იოანემ. ის შიგნით ატარებდა, რადგან მას არ ჰქნდა გარედან მისი ტარების უფლება.  ერთი ტყვია მოხვდა ხელში. ეგონათ გარდაიცვალა, მაგრამ გადარჩა. შემდეგ უმკურნალეს და 20 წლებში ის პონტოელ ბერძნებთან ერთად, რომლებიც ცხოვრობდნენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე გაემგზავრება საბერძნეთში, ჩრდილოეთში  ბულგარეთის უკიდურეს  საზღართან  არის პატარა ქალაქი დრამა და  დრამის მიტროპოლიაში  არის სოფელი სიფსა. დაარსა დედათა მონასტერი და მოღვაწეეობდა აქ. პატივს სცემდა მოსახლეობა მამა გიორგის. მასთან სულიერი დარიგებისთვის, და მოძღვრისთვის მოდიოდნენ ათონის მთიდან. მას ჰქონდა ნიჭი მჭვრეტელობისა, ნუგეშინისცემისა. 


წმინდა მამა გიორგის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს 2016 წელს. ის ჩამოაბრძანა აწ გარდაცვლილმა დრამის მიტროპოლიტმა პავლემ სასულიერო დასთან ერთად 40 კაციანი დელეგაცია იყო. 

საინტერესოა ისტორია, როდის ჩამობრძანდა წმინდა ნაწილები საქართველოში.

მამა გიორგი კუნჭულია: ჩვენ ვიმყოფებით სოფელ განთიადში. ბერძნული სახელია ,,ტაკილისა.“ თურქული სიტყვაა და ნიშნავს ერთ ეკლესიას.   ამ სოფლიდანაა წარმოშობით იანეს ეგანიტიკი, რომელიც დაიბადა გაიზარდა თბილისში და ისტორიულ სამშობლოში საბერძნეთში დაბრუნდა, იქ ცხოვრობდა და ჰქონდა გულის პრობლემები. მოუწია საავადმყოფოში ყოფნა და იქ პონტოელი ბერძენი ქალბატონისგან გაიგო წმინდა მამის შესახებ.

ამ ქალმა  რომ გაიგო რომ ბატონი იანესი იყო წარმოშობით წალკიდან დაწვრილებით  მოუყვა გიორგი კარსლიდისის, წმინდა მამის შესახებ, რომელიც წალკიდან იყო. იანესმა გადაწყვიტა რომ მოენახულებინა დრამის მიტროპოლიაში წმინდა ნაწილები. 

მართლაც მიდის ბატონი იანესი წმინდა ნაწილების მოსალოცად და იღებს კურნებასაც. მამა გიორგის წმინდა ნაწილების მიახლოებისას. შემდეგ წალკის ეპისკოპოოს გრიგოლ კაციას უკავშირდება.. უწმინდესისგან კურთხევა მიიღეს  და ასე ჩამობრძანდა საქართველოში წმინდა ნაწილები. რადგან ამ სოფლის მკვიდრია იანესი მან მოისურვა ამ ტაძარში, ფერიცვალების სახელობის ტაძარში  დაბრძანებულიყო. ეს  ტაძარი დაშენებულია 10 საუკუნის  ტაძარზე.  

იანესისი მეშვეობით შემოგვწირეს  დიდმოწამე წმიდა გიორგის, ბარბარეს და წმინდა ღირსი  სოფია კლისურელის წმინდა ნაწილები. ესეც  ძალიან დიდი მოღვაწე დედა იყო. 

 ტაძარში აღინიშნება წმინდა ნაწილის მობრძანებას დღე, საზეიმო წირვა ტარდება 29 აგვისტოს. 

ძალიან დიდ მფარველობას ვგრძნობთ ყოველ ნაბიჯზე   ღირსი მამისგან.  

წმინდა მამა მსახურებას აღავლენდა ქართულ ენაზე, არ იცოდა ბერძნული. 

ის მსახურობდა ქართულად და დედები გალობდნენ ბერძნულად. როცა მისი გარდაცვალების პერიოდი მოახლოვდა და ის გრძნობდა ამას, როგორც წმინდა ადამიანი, დედებს სთხოვა ქართული წიგნები მკერდზე დაედოთ და ისე დაეკრძალათ. 

2016 წელს პირველად მოვხვდით საბერძენთში, ამ მონასტერში. მეუფემ გრიგოლ კაციამ  ჩაატარა წირვა წმინდა მამის მიერ აშენებულ ტაძარში. ჩვენ ქართულად ვწირავდით, მონასტრის დედები გვპასუხობდნენ ბერძნულად.   ასეთი სიხარული იყო.

ფერიცვალების ეს ტაძარი, სადაც წმინდანის ნაწილები ასვენია მე-10 საუკუნის ძეგლის ფრაგმენტებზეა აგებული. ის წალკაში მცხოვრები ბერძნების მიერ განახლდა. 

ამ ეკლესიაში დღეს ხალხმრავლობაა, აქ მომლოცველთა ჯგუფია. ტაძრის წინაძღვარი მათ წმინდა მამა გიორგის შესახებ უამბობს. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს საშუალება აქვს წმინდა ნაწილები მოილოცონ. 

საბერძნეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წალკელი ღირსი მამის შესახებ  სოფელ ტბეთში ბევრს საუბრობენ და გადმოცემით მოყოლილ  ისტორიებს იხსენბენ. ამ სოფელში დღემდე ცხოვრობენ  წმინდა მამის ნათესავები.  ჩვენი დღევანდელი მასპინძელიც მისი ნათესავია.  სახლის ეზოში მცირე სამლოცველოა, გიორგი კარსლი გვიყვება, რომ სამლოცველო წმინდა მამის პატივსაცემად ააგო. 
გიორგი კარსლი: ,,ის აქ დაიბადა, მამაჩემის ბიძა იყო, ბებიამ გაზარდა, მშობლები ადრე გარდაეცვალა და მინდა რომ აქ იყოს.  ჩემი სურვილია რომ დამეხმარნონ საბუთების მოწესრიგებაში. მის ცხოვრებაზე მერე მოვყვები.

სოფელი ტბეთის მკვიდრი ზურაბ  ბოლქვაძე გვიყვება  ერთ-ერთ ეპიზოდს,  რომელიც მას ღირსი მამის ნათესავებისგან სმენია.  

,,სასულიერო პირებთან ერთად მიდიოდა მამა გიორგი, წყალი არსად არ იყო, გვალვა იყო. მამაოს, თანმხლებმა პირება სთხოვეს დავისვენოთ, თან წყალი ძალიან გვინდაო. მამაომ ილოცა, დაიწყო ჭექა-ქუხილი. სადაც გაჩერდნენ იმ ადგილას ჩუხჩუხა წყარო ამოვიდა. სიარულის დროს მიწაზე ფეხს არ ადგამდა და ხალხს ეხმარებოდა. “- იხსენებს ბოლქვაძე

 მამა გიორგი : წმინდა მამა გიორგი კარსლიდისი საბერძნეთში გამგზავრებამდე საქართველოს არაერთ ტაძარში მასხურობდა. მამა გიორგი  გვიყვება ხატის შესახებ, რომელზეც გამოსახულია ის მონასტრები, სადაც წმინდანი მსახურობდა. ეს ხატი საქართველოში დაიწერა. საქართველოში მანამდე მისი ხატი არავის ქონდა დაწერილი. 

..როდესაც ერთი დიდი წმინდა ნაწილი ჩამობრძანდა, დედაომ შემოგვწირა პატარა ნაწილი. მეუფემ ასეთი რამ მოიფიქრა , რომ დაგვეწერა ხატი, ხატმწერი არის ლაშა დარგუაშვილი. საქართველოში წმინდა მამის ხატი დაწერილი არავის არ ჰქონდა. ფოტოებით და ბერძნული ხატების მიხედვით შექმნა. მეუფეს იდეა იყო რომ სადაც ნამოღვაწარი ჰქონდა მამა გიორგი კარსლიდისის  ის აღბეჭედილიყო ხატზე. დრანდის  მეშვიდე საუკუნის მონასტერი, სადაც ბერად აღიკვეცა.  წალკის  საკათედრო ტაძარი, აშენებულია 1916 წელს  იმ პერიოდში ჯერ კიდევ საქართველოში იყო, ასევე ძველი ტაძარია  საკათედრო ტაძრის ეზოში და დრამის მიტროპოლია, სოფელი სიფსა და იქაა ამაღლების ტაძარი. 


წმინდა მამა საბერძნეთში,  1959 წლის  4 ნოემბერს გარდაიცვალა.  წელს აგვისტოში მისი წმინდა ნაწილების საბერძნეთიდან საქართველში ჩამობრძანებიდან 10 წელი სრულდება. ამ თარიღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას საბერძნეთიდან ჩამოსული სტუმრები და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები დაესწრებიან. 

Tags: , ,