...

გელსუნდაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 1.5 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება-ტენდერი

August 6, 2026

მილიონ ხუთასი ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ გელსუნდაში მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის. ტენდერი უკვე გამოცხადდა, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება 2 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს.

წინადადებების მიღება 22-27 აგვისტოს იწარმოებს.