ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში სპორტული მოედნების და სკვერების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც ჯამში 200 000-ზე მეტი ლარია გათვალისწინებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
მუნიციპალიტეტმა, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შერჩეული პროექტების შესრულებისთვის ტენდერი ორ ეტაპად გამოაცხადა.
პირველი ტენდერი 100 000-მდე ლარზეა გამოცხადებული და იგეგმება:
- სოფელი ეფრემოვკა – მინისტადიონის მშენებლობა – 30 000 ლარი;
- სოფელი ეშტია – სპორტული ინფრასტრუქტურა (მინი სპორტული მოედნის დამცავი ბადეს მოწყობა) – 20 000-ზე მეტი;
- სოფელი დიდი არაქალი სკვერის მოწყობა – 20 000-მდე ლარი;
- სოფელი პატარა ხანჩალი – სპორტული ინფრასტრუქტურა (მინი სპორტული მოედნის დამცავი ბადეს მოწყობა) – 35 000-მდე ლარი.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, რომელიც 100 000-ზე მეტ ლარზეა გამოცხადებული, სახელმწიფო შესყიდვით გათვალისწინებულია:
- სოფელი თორია – საბავშვო მოედნის კეთილმოწყობა – 48 000 ლარი
- სოფელი უჩმანა – საბავშვო მოედნის მოწყობა – 36 000 ლარი
- სოფელი პატარა ხორენია – საბავშვო მოედნის კეთილმოწყობა – 18 000-მდე ლარი.