კოლეჯ “ოპიზარსა” და ყოფილ თანამშრომელს შორის სასამართლო განხილვა დაიწყო

September 9, 2026

ახალციხის კოლეჯ ოპიზარსა და ყოფილ თანამშრომელს, მარიამ გოგნაძეს შორის სასამართლო განხილვა დაიწყო, – დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა.

ნახეთ დეტალები ჩვენი სიუჟეტიდან

ტექსტი:

ახალციხის კოლეჯ “ოპიზარსა” და ყოფილ თანამშრომელს, მარიამ გოგნაძეს შორის სასამართლო განხილვა დაიწყო, – დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა მოსამართლე, გიორგი ლობჟანიძეს შუამდგომლობები წარუდგინეს და საკითხის ირგვლივ იმსჯელეს. მოსამართლემ ორივე მხარის მიერ წარდგენილი ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის მასალებს დაურთო. 

მარიამ გოგნაძე კოლეჯში დაახლოებით 5 წლის განმავლობაში ფრჩხილის მოვლის პროგრამას ხელმძღვანელობდა და სტუდენტებს ასწავლიდა. იგი 29 მაისს, მისივე თმით, სამსახურიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს. ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ გათავისუფლება კოლეჯის დირექტორის კრიტიკაზე პასუხი იყო. 

მარიამ გოგნაძის წარმომადგენლის,ადვოკატის ცირა მაისურაძის თქმით, მათ მიერ წარდგენილ შუამდგომლობაში მოთხოვნლი ინფორმაციით  დადასტურდება, რომ ყოფილი თანამშრომლის მოთხოვნები, ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით, იყო რელევანტური და ამას სასამართლოც დაადასტურებს. 

საპირისპიროს ამბობს კოლეჯის წარმომადგენელი, ადვოკატი დავით მუმლაძე. იგი ჩვენთან ინტერვიუში, ამბობს, რომ გოგნაძე საჯარო სივრცეში და სამუშაო ჯგუფებში კოლეჯის დისკრედიტაციას ახდენდა, რაც გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი. 

საკითხი, მარიამ გოგნაძის მიმართვის საფუძველზე, შრომის ინსპექციამ შეისწავლა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელსაც გოგნაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს, მითითებულია, რომ ორგანიზაცია სამართალდამრღვევად იქნა მიჩნეული. თუმცა, როგორც ადვოკატი, დავით მუმლაძე ამბობს, დარღვევები მარიამ გოგნაძის ქმედებებმა განაპირობა. 

პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი 1977 წელს გაიხსნა. საგანმანათლებლო დაწესებულების ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის მხიედვით, აქ ვეტერინარია, აგრონომიული მიმართულებები, ხე-ტყის დამზადება და მასთან დაკავშირებული საკითხები, სასოფლო სამეურნეო მიმართულებები, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პროგრამები, თმის შეჭრა-შეღებვა, ფრჩხილის მოვლის პროგრამები და კულინარია ისწავლება. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა უფასოა.

გარდა ამისა, კოლეჯში ისწავლება სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილის და ტრაქტორის მძღოლის კურსებიც, რომელიც ფასიანია.