ანტიდასავლური პროპაგანდა, ციფრული უსაფრთხოება, ტროლები, დამონტაჟებული ფოტო და ვიდეო მასალები – ახალციხეში დეზინფორმაციის გავლენებზე და მასთან გამკლავების მიზნით საჭირო მექანიზმებზე იმსჯელეს. მედია ექსპერტების და ანალიტიკოსების ძალიან საინტერესო მოსაზრებებს თავი TOK TV-ის ჟურნალისტებმა მიშო დარბაიძემ და სედას სარქისიანმა მოუყარეს.