რას ამბობენ მეურნეები ამინდის მოსალოდნელ ცვლილებაზე?

April 6, 2020

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-9 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელმა ტემპერატურის ვარდნამ, შესაძლოა, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილი და საშემოდგომო ხორბლის ნათესები დააზიანოს.

იმერეთში მცხოვრები მეურნე თამაზ ნემსაძე ფიქრობს, რომ ამინდის გაუარესება ვენახზე არ იმოქმედებს. მისი თქმით, ვენახისთვის ყინვა მაშინაა საშიში თუ ახლად გასხლულია, უკვე გამოსული კვირტს კი საფრთხე არ ემუქრება.

განსხვავებული ვითარებაა სამცხე-ჯავახეთში. სოფელ ფოკას მცხოვრები ამბობს, რომ ამინდის გაუარესება მათ მესაქონლეობაშიც შეუშლის ხელს.


“კარტოფილის სეზონი ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ამინდის გაუარესება მეცხოველეობას ყველანაირად ხელს უშლის, რადგან უკვე დროა საქონელი საძოვარზე გავუშვათ. ამას პლიუს დაახლოებით 15-20 დღეში დაიწყება კარტოფილის თესვა და კორონავირუსი ძალიან შეგვიშლის ხელს, რადგან ჩვენ ვერ შევძლებთ გარეთ გამოსვლას და ყანაში მუშაობას.” – ამბობს მკრტიჩიანი.

სააგენტოს ცნობით, 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. 7 აპრილს მოსალოდნელია ნალექი ბარში – წვიმის, მთაში კი თოვლის სახით. 8 აპრილს ნალექი, შესაძლოა, ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს.8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლებაა მოსალოდნელი. ბარში -2,-4, მთაში  კი -4,-6 გრადუსამდე. 

Leave a Reply