დღეს, 08 ივნისს ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, მგზავრებს გადაადგილება საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ.
„საქართველოს მასშტაბით ყველგან გადაადგილება არის შესაძლებელი. შეზღუდვები ისევ ძალაშია, ფეხზე არ უნდა იდგეს მგზავრი, ასევე აუცილებელია ღია ფანჯრები და პირბადე,“ – გვეუბნება შ.პ.ს. „ჯეოტივის“ დირექტორი, ნუგზარ მამუკაშვილი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მგზავრობის საფასური უცვლელია, უცვლელია ტრანსპორტის გადაადგილების განრიგიც.
კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით შიდა საქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა მიმდინარე წლის 21 მარტს შეწყვიტა.