უხვი ნალექისა და სეტყვის გამო, ნინოწმინდის სოფელი ეშტია დაიტბორა. წვიმა დღეს, დაახლობით 16:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.
სეტყვა ნახევარი საათი მიმდინარეობდა. დატბორილია სოფლის გზები, სახნავ-სათესი მიწები. განადგურებულია კარტოფილი, სათიბი ბალახი, კომბოსტო და სხვა ტიპის ბოსტნეული.
ავტორი: სედა სარქისიანი