NATO-ში და EU-ში ინტეგრაციის პერსპექტივა და მოსახლეობის განწყობები – შეხვედრა

December 28, 2022

ახალციხის ოთხ სოფელში, სხვილისში, საძელში, წყრუთში და წყალთბილაში მცხოვრები მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, – ამის შესახებ “ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” მცირე კვლევაშია ნათქვამი.

ხელმძღვანელის, მაკა სუდაძეს თქმით, სულ გამოიკითხა 207 ადამიანი, რომელთაგან ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი 13 % და ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი 9% იყო.

მისივე თქმით, დასავლეთის მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი, რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკაა.

ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, კვლევის შედეგები დღეს, ახალციხეში მცხოვრებ არასამთავრობო ორგანიზაციების , საჯარო სექტორის წარმომადგენლებს და ახალგაზრდებს გააცნო.

დღეს შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ნატოს და საქართველოს ურთიერთობაზე, გაწევრიანების პერსპექტივაზე და სამომავლო გეგმებზე.

კვლევა, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ 1-15 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 207 ადამიანი, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული 4 სოფლიდან.