ადიგნელი წარმატებული სტუდენტები მერიისგან სტიპენდიას მიიღებენ, სოციალურად დაუცველებს კი – ერთ სემესტრს დაუფინანსებენ

August 15, 2022

ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტები, რომლებიც სასწავლო სემესტრის ყველა საგანს მინიმუმ 91 ქულაზე დახურავენ, მერიისგან 500 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ,– ამის შესახებ ინფორმაციას, მერი გოჩა ქიმაძე გვიდასტურებს. 

მერის თქმით, გადაწყვეტილების მიზანი სტუდენტების მოტივირება და მათი მუნიციპალიტეტში დარჩენის და დასაქმების ხელშეწყობაა, “რათა სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ მუნიციპალიტეტში დაბრუნდნენ”. 

მერისვე განმარტებით, ისინი ასევე გეგმავენ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის პირველი სასწავლო სემესტრის დაფინასნებას, მაქსიმუმ 1 200 ლარის ოდენობით. 

გოჩა ქიმაძე გვეუბნება, რომ წარჩინებულ სტუდენტებისთვის თანხას 2023 წლის ბიუჯეტიდან გამოყოფენ, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის, მიმდინარე წელს არსებული ნაშთიდან. 

რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი და რატომ უფინანსებენ სტუდენტს მხოლოდ პირველ სემესტრს? კითხვაზე მერი, გოჩა ქიმაძე გვპასუხობს.