მომატებული ტემპერატურა და ტყის ხანძრების საშიშროება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

August 15, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში  მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ​საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს გარემო არ დაანაგვიანონ, ვინაიდან, მაღალი ტემპერატურის პირობებში  საყოფაცხოვრებო  ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ.

„დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს.”

მოსალოდნელ ამინდთნ დაკავშირებით მოსახლეობას გარემოს ეროვნული სააგენტოც აფრთხილებს. 

Მათი ცნობით, 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა ( 34,  39 გრადუსი).