არ-სარვანში მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნა, მერიამ საბურავებისთვის ტენდერი გამოაცხადა

May 19, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

Წალკაში, სოფელ არ-სარვანში მუნიციპალური ავტობუსი დაინიშნა.   რეისების შესრულება 3 დღის წინ დაიწყო. ავტობუსისთვის ახალი საბურავების შეძენის მიზნით მერიამ 2 300 ლარი გამოყო.   ინფორმაცია შპს წალკის ავტოსერვისში დაგვიდასტურეს.

Ეს იმ ავტობუსთაგან ერთ-ერთია, რომელიც წლის დასაწყისში წალკას რუსთავმა გადასცა.
Არ-სარვანის მიმართულებაზე დანიშნული ავტობუსისთვის საბურავების შესაძენად შპს წალკის მუნიციპალიტეტის ავტოსერვისმა ტენდერი  მიმდინარე წლის 20 აპრილს გამოაცხდა, თუმცა მასში იმ მომენტისთვის არავის მიუღია მონაწილეობა.

Განმეორებითი ტენდერი წალკის მერიამ 3  მაიისს გამოაცხადა და მასში ერთადერთი პრეტენდენტი  შპს თეგეტა რითეილი  ჩაერთო.  გამარჯვებულიც სწორედ ის გახდა.  მან ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს. 

Შესყიდვის ღირებულება   2`340.00  ლარს შეადგენს.