ბაღის თავზე სკოლა – ტენდერი ნინოწმინდაში

February 9, 2022

ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889

ნინოწმინდის სოფელ ყულალისში, ორ სართულიანი შენობის პირველ სართულზე საბავშვო ბაღის მოწყობა იგეგმება, მეორეზე – სკოლაა. საბავშვო ბაღის მოწყობითვის ტენდერი 120 ათას ლარზე უკვე გამოცხადდა. 

როგორც ნინოწმინდის მერის მოადგილე, არმენ ბდოიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, გამარჯვებულ კომპანიას ევალება მხოლოდ სივრცის მოწყობა, ხოლო ავეჯისთვის ტენდერი მოგვიანებით გამოცხადდება. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, ვალდებულებები ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 კვირის ვადაში უნდა შესარულოს. განცხადებების მიღება 11-14 თებერვლამდე იწარმოებს.