მუდმივი განახლება-10 წელიწადში 7 ეკონომიკის მინისტრი

February 9, 2022

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა გადადგა და მის ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაინიშნა. 

ეს “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში(2012-დან დღემდე) აღნიშნულ პოსტზე მეშვიდე საკადრო ცვლილებაა.

ვნახოთ ვინ იკავებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოზიციას წლების განმავლობაში:

  • 2012-2015 წლებში – გიორგი კვირიკაშვილი
  • 2015-2016 წლებში – დიმიტრი ქუმსიშვილი
  • 2016-2017 წლებში – გიორგი გახარია
  • 2017-2018 წლებში – დიმიტრი ქუმსიშვილი
  • 2018-2019 წლებში – გიორგი ქობულია 
  • 2019-2022 წლებში – ნათია თურნავა
  • 2022-დღემდე – ლევან დავითაშვილი