გავრცელებულია თუ არა წალკაში ბღერი, იგივე მუნი?

February 13, 2024

რეკომენდაციები და რჩევები ექიმ – ეპიდემიოლოგისგან, როგორ ავირიდოთ თავიდან დაინფიცირება

,,გამარჯობა მეგობრებო, მინდა ბოდიშის მოხდით რაღაც გითხრათ, ნუ გამინაწყენდებით წალკაში ძალიან გავრცელებულია #ბღერი #ხორა ყველაზე მეტად კი ბავშვებში“- ამ ინფორმაციას სოციალური ქსელში, წალკის ჯგუფის წევრი აქვეყნებს.

TOK TV-ის ინფორმაციით, დაავადებული იყო ერთი ოჯახის ორი ბავშვი, რომლებიც ახლა თავს კარგად გრძნობენ.

გავრცელდა თუ არა დაავადება იმ სკოლაში, სადაც ბავშვები სწავლობენ უცნობია, დირექტორმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. 

გავრცელებულია თუ არა წალკის მუნიციპალიტეტში ბღერი, იგივე მუნი, ეს ინფორმაცია ჩვენმა რედაქციამ წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გადაამოწმა, სადაც გვეუბნებიან, რომ მათთან ოფიციალურად შეტყობინება არ შესულა და შესაბამისად არც ეპდიკვლევა დაწყებულა.

წალკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, მანანა მირაშვილი: “ამ ეტაპზე, შემთხვევები ჩვენ სამსახურში შეტყობინებების სახით არ ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციფიკა ასეთია,  მკურნალმა ექიმმა უნდა გადმოგვცეს შეტყობინება დოკუმენტალურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიწყებთ რეაგირებას, ეპიდკვლევას და კონტაქტების მოძიებას“.

მუნი, კანის გადამდები დაავადებაა, ვრცელდება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში. არასწორმა მკურნალობამ კი შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს

რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ ამ დაავდების შესახებ, როგორ ამოიცნოს და ჩატარდეს დროული მკურნალობა, ამ კითხვებს ექიმ-ეპიდემიოლოგმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა ოთარ ჩოკოშვილმა უპასუხა.

https://youtu.be/aMwDVawj-Zs