ახალციხის მერიის პასუხი აუდიტს, გამარტივებულ შესყიდვებზე

February 14, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტს არ აქვს გამარტივებული შესყიდვის დროს, სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის წესი, – ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მერია, ჩვენს მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციაზე პასუხად გვაწვდის.

საუბარია აუდიტის ერთ-ერთ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც აუდიტის სამსახური ახალციხის მუნიციპალიტეტის გამარტივებულ შესყიდვებში, თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკებს ხედავდა.

კერძოდ: “აუდიტის” მიხედვით, 2021-22 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 3 ხელშეკრულებით, 130 000-ზე მეტ ლარად შეისყიდა სამშენებლო სამუშაოები, რომლის თანხაც მერიამ ისე გადაიხადა, რომ ფაქტობრივი დანახარჯები არ დაუდასტურებია.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ გამარტივებული შესყიდვების დროს, სამუშაოების მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება, ექსპერტიზის/საზედამხედველო ორგანოს მხრიდან გაცემული დასკვნის საფუძველზე ხდება.

“შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება და ანგარიშსწორება ხორციელდება, ექსპერტიზის/სახედამხედველო ორგანოს მხრიდან გაცემული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.”

კიდევ რას წერს აუდიტი ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021-22 წლების სამუშაოების შესახებ, ნახეთ სტატიები:

ახალციხის მერიამ 74 ხელშეკრულებაში 150-ზე მეტი ცვლილება შეიტანა – აუდიტი

რამდენს წვავს ახალციხე? – აუდიტის დასკვნა