მარტყოფში თავშეყრისთვის შენობის აგებას გეგმავენ  #გარდაბანი

May 4, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ფოტო: სოციალური ქსელი

გარდაბანში, სოფელ მარტყოფში თავშეყრისთვის სივრცის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც მერია 131 ათასამდე ლარის გამოყოფას გეგმავს,- ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, წინადადებები 12-დან 15 მაისამდე მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდნა 90 დღეში უნდა შეასრულოს.

გარდაბნის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ სოფელ  მარტყოფში მსგავსი ამოცანით ტენდერი შარშანაც გამოცხადდა, თუმცა შეწყდა,   სამსახურის უფროსი ლევან ხმალაძე გვეუბნება, რომ მიზეზი არ იცის, რადგან მოცემულ დროს ამ პოსტზე არ მუშაობდა.

Რაც შეეხება შენობის აგების გადაწყვეტილებას, მერიაში ამბობენ, რომ სოფელში ბევრი ადამიანი ცხოვრობს და სივრცეც მათ საჭიროებებს იქნება მორგებული.

სოფელში თავშეყრისთვის სივრცის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა, თუ მერიის გადაწყვეტილებით,- გარდაბნის მერიაში შეკითხვას არ პასუხობენ.

სოფელი მარტყოფი ქალაქ გარდაბნიდან 55 კილომეტრითაა დაშორებული. 2014 წლის მონაცემებით, სოფელში 7 397 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის 98,4 % ეთნიკურად ქართველია, 0.5 % ეთნიკურად სომეხი, 0.4 %  ეთნიკურად არაბი, 0,3 % ეთნიკურად რუსი, 0,2 % კი ეთნიკურად აზერბაიჯანელი.