მესამე დღეს – პრეზიდენტი შშმ პირზე ძალადობის ფაქტს ეხმიანება

January 26, 2022

ქვეყნის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამართალდამცავის მხრიდან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტს მესამე დრეს გამოეხმაურა. მისი თქმით, “უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები”

“უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც სამწუხაროდ აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ ძალადობს სამართალდამცავი შშმ პირზე. ფაქტზე შსს-ს 2 თანამშრომელია დაკავებული.

შშმ პირზე ძალადობის საქმეზე შსს-ს 2 თანამშრომელი დააკავეს