3 მილიონ ლარზე მეტი – რომელი გზების რეაბილიტაციას გეგმავს ადიგენის მერია

January 26, 2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია ადიგენის სოფლების გზების რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტის გამოყოფას გემმავს. ტენდერი ხუთ ეტაპად უკვე გამოცხადებულია. 

სოფელ უდეში “ზაზათუბნის” გზის რეაბილიტაციისტისთვის მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება. ინფორმაცია სახლემწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. 

ამავე წყაროს ცნობით, ადიგენის სოფლების საირმე-ჭელას გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი  900 ათას ლარამდე თანხაზეა გამოცხადებული. მლაშ-მოხეს დამაკავშირებელი გზისთვის მერია 300 ათას ლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს, ხოლო სოფელ შოლავერის შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციისთვის 400 ათას ლარზე მეტის.

სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება სოფელ დიდ სმადაში, რისთვისაც  400 ათას ლარზე მტის დახარჯვა იგეგემბა.

მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ თანხის ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყოფა. 

მერის, გოჩა ქიმაძის თქმით, აღნიშნული მონაკვეთები მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე შეირჩა.

ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 112 დღის ვადაში შეასრულონ. გამონაკლისია საირმე-ჭელას დამაკავშირებელი გზა, აქ II ეტაპზე 84 ხოლო III-ზე 126 დღეა გათვალისწინებული.