მოუწესიგებელი და დაზიანებული არგახსნილი სკვერი ახალციხეში

June 27, 2023

ახალციხეში, რუსთაველის 124-ში არსებული სკვერი, რომელიც ჯერ არ გახსნილა უკვე დაზიანებული და მოსაწესრიგებელია. დაზიანებულია საბავშვო მოედნების ხალიჩა და ე.წ. პლინტუსები.

როგორც კადრებში ხედავთ, საბავშვო ატრაქციონების ნაწილზე, კომპანიას, რომელმაც ისინი დაამონტაჟა ,სავარაუდოდ რამდენიმე ჭანჭიკის დამაგრება დაავიწყდა.

როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ამბობენ, საბავშვო ატრაქციონების გამოყენება სახიფათოა. ასევე, ისინი მაღალი ბალახის გამო ქვეწარმავლების მომრავლებაზეც საუბრობენ.

ციტატა: “ჩემმა ძმამ ორი გველი დაინახა” – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, შპს “არალმა” სკვერის მოწყობის სამუშაოები გასულ წელს დაასრულა, თუმცა ხარვეზებით. ახლა კი საგარანტიო პირობების მიხედვით, იგეგმება ხარვეზებს გამოასწორება.

რაც შეეხება დაზიანებულ ინფრასტრუქტურას, მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნულს “ვანდალიზმად” აფასებენ და ამბობენ, რომ ციტატა:

“მერიას დაწყებული აქვს რეკრეაციულ სივრცეებში სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვის პროცესი და ყველა გამოვლენილ ვანდალურ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. დასუფთავებას, ტერიტორიის ნარჩენებისგან და ბალახისგან გამწენდას კი ახალციხის სერვის ჯგუფი პერიოდულად ახორციელებს.“

როდის გამოსწორდება არსებული ხარვეზები და რა დაუჯდა კომპანიას სკვერის მოწყობა, – ამის შესახებ შპს არალიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით.