რეპატრირებული მესხების საკითხი ომბუდსმენის ანგარიშში

May 11, 2022

სახალხო დამცველი 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში რეპატრირებული მესხების გამოწვევებსა და პრობლემების საკითხს უბრუნდება. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო 494-მა რეპატრირებულმა პირმა. მათივე შეფასებით, ეს მაჩვენებელი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ რეპატრიაციის პროცესი დასრულებულად ჩაითვალოს. 

მოქალაქეობის მინიჭება, უფლებრივი და სოციალური პრობლემები, საჯარო სერვისებზე წვდომა, ენის ბარიერი – ეს ის გამოწვევებია, რაც სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, რეპატრირებულ მესხებს ინტეგრაციაში ხელს უშლის. ასევე საუბარია იმაზე, რომ ისინი მოქალაქეობის არ ქონის გამო ვერ სარგებლობენ ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით და გარკვეულ შემთხვევებში, პრობლემურია მათთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭებაც.

რეპატრირებული მესხების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებებზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის უფლებებზე დღეს ომბუდსმენის წარმომადგენლობა სამცხე-ჯავახეთის საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და აქტივისტებს ესაუბრა.

რეპატრიერბული მესხების პრობლემების შესახებ ჩვენ რედაქციას არაერთი მასალა აქვს მომზადებული, რომლის ნახვაც შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე:  კიდევ უფრო გაძვირებული სამედიცინო მომსახურეობა — რეპატრირებული მესხები მოქალაქეობის მოლოდინში

«ქვეყნისთვის საშიშები და არასაიმედოები ხართო» — რეპატრირებული მესხები მოქალაქეობის მოლოდინში

რეპატრირებული მესხის ისტორია – გამოძიება თვეები გრძელდება

ეს ქვეყანა შენია — რეპატრირებული მესხები და შშმ პირები პანდემიის დროს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი რეპატრირებული მესხებისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს