რისთვის სჭირდება ასპინძის მუნიციპალიტეტს “მთის სახლი” – ტენდერი

April 7, 2023

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ ჭობარეთის ე.წ “მთის სახლის” რეაბილიტაციისთვის, 85 ათასამდე ლარს დახარჯავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვებს სააგენტოს ვებ გევრდზეა გამოქვეყნებული.

რა დანიშნულება ექნება და რატომ გახდა ნახევრად დანგრეული სახლის რეაბილიტაცია საჭირო, რომელიც მერის, როსტომ მაგრაქველიძეს თქმით, მთაში მდებარეობს.

მერი გვეუბნება, რომ რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს და შესაბამისად დანიშნულება მათ უნდა ვკითხოთ.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული სახლის რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი 86 300 ლარზე გამოაცხადა, კონკურსში მონაწილეობა ერთადერთმა პრეტენდენტმა, შპს “ალგო 2000”-მა მიიღო და იგივე სამუშაოებისთვის 84 560 ლარი შესთავაზა – შესაბამისად სახლს ეს კომპანია გაარემონტებს.