ჯავახეთის ტბებში თევზის დახოცვის მიზეზი თითქმის 1 თვის შემდეგაც უცნობია

April 1, 2020

ჯავახეთში ორ ტბაში, ბავრასა და ხანჩალის ტბაში დახოცილი თევზების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ანალიზებმა აჩვენეს, რომ არც თევზი და არც ტბა მოწამლული არ არის.

ამასთან დაკავშირებით TOK TV გარემოს დაცვის დეპარტამენტს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ტბაში თევზების დახოცვის მიზეზად დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა.

“ბავრას და ხანჩალის ტბებში ვერ დადგინდა თევზის დაავადების არსებობა, ასევე ვერც წყლის მოწამვლა, რასაც თევზის მასობრივი დაღუპვა შეეძლო გამოეწვია. შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დანაშაულის ნიშნები ვერ გამოიკვეთა,” – განმარტავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ანალიზის პასუხები დღესვე გადაიგზავნება შესაბამის ექსპერტებთნ, რათა დადგინდეს რა გახდა თევზის დახოცვის მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ 19 მარტს ჯავახეთში, ხანჩალის ხელოვნურმა ტბამ მკვდარი თევზი გამორიყა. ასევე 11 მარტს 2 ტონამდე თევზი დაიხოცა ბავრას ტბაშიც.

ბავრას ტბაში დახოცილი თევზები ადგილობრივებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 5 დღის შემდეგ გაასუფათვეს.

Leave a Reply