ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აკრძალულია

February 14, 2023

თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს აღნიშნული ლოკაციის გაწმენდა, და სავარაუდოდ დღის ბოლომდე მოძრაობა აღდგება.