როგორია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა ბიზნესსა და სამეწარმეო საქმიანობაში. რა ბარიერებია ამ მიმართულებით და რას გულისხმობს “მერსი ქორფსსა” და კოლეჯ ოპიზარს შორის გაფორმებული მემორანდუმი?
მხარეებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი დღეს გაფორმდა. მის ფარგლებში კოლეჯის სასწავლო მოდული დაიხვეწება და პრაქტიკული ნაწილს სოფლის მეურნეობის და მასთან დაკავშირებული სფეროები დაემატება. პროექტის ფარგლებში იგეგმება ტრენერთა და მონაწილეთა გადამზადება.
ასევე, ბიზნეს იდეების კონკურსის ორგანიზება. გადამზადების და 25 000 ლარამდე დაფინანსების მისაღებად განაცხადის შევსება 18-35 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ. დაინტერესებულ პირებს საგრანტო კონკურსში იდეის წარდგენა 31 მაისამდე შეუძლიათ.