ავტორი: მირანდა ფუტკარაია
მერაბ ჭელიძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათიდან 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. ის ომში 7 აგვისტოს წავიდა და 9 აგვისტოს რუსული ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 28 წლის გმირი სამედიცინო სამსახურის სერჟანტად მსახურობდა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათში მისი სახელობის მემორიალი მერმა და მერიის წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს.
მერაბ ჭელიძე 1975 წლის 15 ოქტომბერს ხულოს მუნიციპალიტეტში დაიბადა.