ავტორი: მირანდა ფუტკარაია
ფოტო: საფეხბურთო კლუბი “ეძანი”
წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საფეხბურთო გუნდების მწვრთნელთა გადამზადება, სპორტული ინვენტარის უზრუნველყოფა, ტურნირებისა და ჩემპიონატების ჩატარება-ამას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც დინამო თბილისის საფეხბურთო კლუბსა და მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმდა.
ასევე , წალკაში, დმანისსა და თეთრიწყაროში დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლა დაფუძნდება, 6-დან 12 წლამდე ასაკობრივი გუნდებისთვის.
წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ემზარ გელოვანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ მემორანდუმის ფარგლებში ახალი პროექტები სექტემბრიდან განხორციელდება, რაც წალკაში ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს.