ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილი ქალს დაეჯახა, დაშავებული კლინიკა იმედში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე მას კვლევები უტარდება.
როგორც კლინიკის მენეჯერი მზია კაკოშვილი გვეუბნება, დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, გამოკვლევების ჩატარების შემდეგ პაციენტს დღესვე გაწერენ.
დღესვე, ამავე ქუჩაზე 3 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება, შსს-გან ჩვენი რედაქცია პასუხს ელოდება.