ახალციხეში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. 5 პირთაგან ორს 20 – 20 ათასი ლარის გადახდა მოუწევს, დანარჩენს 5 – 5 ათასი ლარის. გადაწყვეტილება დღეს, ახალციხის რაიონულ სასამართლოზე გახდა ცნობილი.
როგორც ბრალდებულთა ადვოკატი, ნინო დემეტრაძე გვეუბნება, 3 პირი, რომლებსაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით ედებათ ბრალი, დანაშაულს აღიარებენ, ხოლო ამავე მუხლით ბრალდებული ორი პირი – არა.
მისივე თქმით, პირებს ასევე ბრალი ედებათ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაც, რომელსაც არცერთი მათგანი არ აღიარებს.
წინასასამართლო სხდომა 1 ნოემბერს, 11:00 საათზე გაიმართება .
ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება 30 აგვისტოს მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი ამ დროისათვის ოფიციალური ვერსია უცნობია. გამოძიება სსკ-ს 117 ( ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 120 მუხლის მეორე ნაწილით ( ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მიმდინარეობს.