ავტორი: მიშო დარბაიძე — 577681889
ახალციხეში, საცურაო აუზის და სპორტ კომპლექსის მშენებლობის დასასრულებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი თითქმის იმავე თანხაზე და პერიოდზე გამოაცხადა, რა პირობებითაც, თავდაპირველად, 2020 წელს მშენებლობა დაიწყო.
თავს დაზარალებულად არ მივიჩნევთ-მგფ შეწყვეტილ ორ 11 მილიონიან პროექტზე
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ჩანს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ნაწილობრივ აშენებული და შეწყვეტილი პროექტის დასრულებისთვის 11 მილიონ 300 ათას ლარამდე თანხის გამოყოფას გეგმავს, რაც მხოლოდ 300 000 ლარით ნაკლებია ორი წლის წინ გამოყოფილი და უკვე გახარჯულ თანხაზე. ( 12 მილიონ ლარამდე აუზისთვის და სპორტული კომპლექსისთვის — ახალციხე )
მაშინ ტენდერში ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა და სამუშაობესთვის 11 მილიონ 600 ათას ლარზე მეტი იყო გამოყოფილი. თუმცა კომპანიამ თანხის ნაწილი აიღო და სამუშაოები შეწყვიტა. დარჩენილი სამუშაოებისთვის ტენდერი 11 296 489 ლარზე გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები დაწყებიდან 13 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
ახალციხეში აუზის მშენებლობა შეჩერებულია
რატომ გახდა საჭირო ტენდერის გამოცხადება თითქმის იგივე თანხაზე, როგორც ეს თავდაპირველად იყო, მაშინ, როდესაც, მგფ-ს წარმომადგენლის მტკიცებით და ადგილზე არსებული ინფორმაციით, კომპანიას რომელმაც თავდაპირველად მშენებლობა დაიწყო, სამუშაოების ნაწილი შესრულებული ჰქონდა? – მუნიციპალური განვითარების ფონდში აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ საჯარო ინფორმაციას გამოთხოვა შემოგვთავაზეს. ჩვენ უწყებას ინფორმაციის მიღებისთვის უკვე მივმართეთ.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, წინადადებების მიღება 23 ოქტომბერს დაიწყება და 27 ოქტომბერს დასრულდება.
დაახლოებით იგივე პირობებით და იმავე თანხაზე გამოაცხადეს ტენდერი ზუგდიდში, საცურაო აუზის და სპორტკომპლექსის მშენებლობაზე, რა პირობებითაც 2020 წელს, თავდაპირველად მშენებლობა დაიწყო.
აქვე გეტყვით, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს ასევე აქვს პროექტებისთვის, ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ინჟინრის ვაკანსიაც, რომლის მიხედვითაც ახალციხის სპორტული კომპლექსის და აუზის სამუშაოების ზედამხედველობაც მოუწევს.