ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში სკვერის მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც 200 ათას ლარამდე თანხაა გათვალისწინებული, ტენდერიც ამ თანხაზეა გამოცხადებული, – ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების დადებიდან 12 კვირის ვადაში უნდა მოაწყოს სკვერი, ფანჩატური, სკამები და საბავშვო გასართობი ატრაქციონები. ასევე, დაამონტაჟოს ლამპიონები და შემოღობოს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 21 – 24 ოქტომბერს იწარმოებს.