ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძეში გარე განათების მოწყობა იგეგმება, რომლისთვისაც 48 ათასამდე ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვას მიიღებს, 8 კვირის განმავლობაშ უნდა დაამონტაჟოს გარე განათების 57 ბოძი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, თანხა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოიყოფა.
წინადადებების მიღება, 07-10 აპრილს იწარმოებს.