სოფლის მეურნეობის მინისტრი ახალციხეში მედიის გარეშე

May 5, 2023

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არსებული პროგრამების შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია მედიისთვის არ მიუწოდებიათ და პოსტფაქტუმ გახდა ცნობილი.

როგორც უწყებაში გვითხრეს სამუშაო შეხვედრა იყო დაგეგმილი, მალე გადაწყდა და მედიისთვის გაფრთხილება ვერ მოახერხეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთარ შამუგია სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებების და სამცხე-ჯავახეთის მხარის რეგიონული სამსახურების უფროსებს შეხვდა.