გოაკ ანდრანიკიანი ახალციხეში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ცხოვრობს. დაზიანებული გზა, რომელსაც ახლა კადრში ხედავთ მისი სახლის წინ მდებარეობს.
გვეუბნება, რომ გზა წლებია ასეთ მდგონარეობაშია. როგორც ქუჩაზე მცხოვრებლები გვეუბნებიან, ორმოებს ავსებენ, თუმცა მაინც ზიანდება, ამიტომ საჭიროა გზის საფუძვლიანი შეკეთება.
მათივე თქმით, პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მერიასაც, თუმცა მათგან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
აქვთ თუ არა ინფორმაცია დაზიანებების შესახებ მერიაში, აპირებენ თუ არა და როდის საკითხის მოგვარებას ? – კითხვები ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დავუსვით. მისი თქმით, ქუჩის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტი მომზადების პროცესშა და შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნო წლის გაზაფხულზე შეაკეთონ.
გარდა თაბუკაშვილის ქუჩისა, გზა დაზიანებულია კოსტავას ქუჩაზე არსებულ ხიდზე, რაბათის დასახლების შესასვლელში და ამავე დასახლების რამდენიმე ქუჩაზე. მერის, თქმით, შეკეთება იგეგმება, თუმცა როდის უცნობია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2 მილიონამდე ლარია გაწერილი, რომელთაგან 250 000 გზების შეკეთებისთვისაა გათვალისწინებული.