ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება-#ტენდერი

July 19, 2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სულდაში, მიასნიკიანში, ბოზალში და დავნიაში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, 40 000-მდე ლარის დახარჯვა იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სოფელ სულდაში სასმელი წყლის და წყალსაცავის რეაბილიტაცია იგეგმება; სოფელ მიასნიკიანში – პირუტყვისთვის სასმელი წყლის მოწყობა; ბოზალში სასმელი წყლის რეაბილიტაცია და დავნიაში სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია.

ამავე დოკუმენტის ცნობით, თანხა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოიყოფა. წინადადებების მიღება 22-25 ივლისს იწარმოებს.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს.