როგორ გამოვავლინოთ თემში არსებული პრობლემა და როგორ დავიწყოთ მის მოგვარების ხელშეწყობა – ასოციაცია ტოლერანტის პროექტის, „ახალგაზრდული ინოვაციები– თემში წარმატებული ცვლილებებისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ 4 დღის განმავლობაში დაფიქრებულიყვნენ საკუთარ თემში არსებულ პრობლემებზე და მოემზადებინათ საპროექტო დოკუმენტები.
სამუშაო შეხვედრა ბორჯომში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ნინოწმინდაში, ახალქალაქში და წალკაში მცხოვრები 30-მდე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები იღებდა.
ასოციაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება არამარტო პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს, არამედ სხვა სათემო ორგანიზაციებსაც შეეძლებათ.
პროექტი მხარდაჭერილია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის „კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის” მიერ და ხორციელდება „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” მიერ „ქალ მშვიდობისმშენებელთა გლობალურ ქსელთან” პარტნიორობით.