სამების ტაძარში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდი მიმდინარეობს.
ტაძარში დასვენებული 23 იდენტიფიცირებული პირიდან 21 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს მოხდა.
ამ დრომდე ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, რომელთაგან იდენტიფიცირებულია 288.
აქვე ნახეთ, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 30 წლის თავზე, ჩვენს მიერ მომზადებული მასალა: “ჟამი ნეშტთა შეგროვებისა”