კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კერძოდ ფარავნის უღელტეხილზე, უკვე მეორე დღეა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.
მიზეზი, რთული მეტეოროლოგიური პირობებია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვიდასტურებენ.
ამავე წყაროს ცნობით, გზის ზემოთხსენებულ მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.