ქალაქ ვალეში კულტურის სახლის (კლუბი) რეაბილიტაცია იგეგმება- ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა ვალეში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მერის თქმით, იქიდან გამომდინარე რომ შენობის გარე ფასადი რეაბილიტირებულია, გეგმავენ რეკონსტრუქცია შიდა სივრცეს ჩაუტარონ . ასევე, ლაზარაშვილის თქმით გეგმავენ შენობის გათბობის დამონტაჟებას.
აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის კულტურის სახლში არ არის გათბობის სისტემა დამონტაჟებული რის გამოც ღონისძიებები, მათ შორის “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამართული შეხვედრა ცივ კედლებში ტარდება.