რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმიერ პუტინმა ,,კროკუს სიტი ჰოლში “ პარასკევს საღამოს მომხდარი ტერაქტიდან მეორე დღეს გააკეთა განცხადება.
თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და 24 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.
პუტინმა ,სისხლიანი და ბარბაროსული ტერაქტი უწოდა მომხდარს და აღნიშნა, რომ ტერაქტში მონაწილე ყველა პირი დაისჯება.
რაც შეეხება დაკავებულებს, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დაკავებამდე ისინი უკრაინის მიმართულებით ცდილობდნენ გაქცევას, სადაც მათ საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარებოდნენ და მზად იყო ე.წ. ფანჯარა.
უკრაინა, უარყოფს ყველანაირ კავშირს მომხდართან.
როიტერსის “ ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფება ,, ისლამურმა სახელმწიფომ“ მომხდარზე აიღო პასუხისმგებლობა .
ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 133 გაიზარდა.
Tags: თავდასხმა, რუსეთი