21 დღე გავიდა, თუმცა შსს დღემდე ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს ნამდვილად სცემა თუ არა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჰამბარცუმ ბაბოიანი მისივე თანაგუნდელმა კარლენ მანასიანმა, რომელიც საკრებულოში ერთ-ერთი ფრაქციის თავმჯდომარეა.
შესაძლო ფიზიკური დაპირისპირება ახალციხის საკრებულოს დეპუტატებს შორის – საქმის ახალი დეტალები
საქმე ეხება, 27 მარტს მომხდარ სავარაუდო ფიზიკურ დაპირისპირებას, რასაც ჩვენი რამდენიმე წყაროს ცნობთ, წინ უძღვოდა საკრებულოს სხდომაზე, ბაბოიანის დასმული კითხვა ახალციხის სომხური სასაფლაოს კედლის რეაბილიტაციის შესახებ.
ჩვენი წყაროები გვეუბნებიან, რომ კითხვის დასმის გამო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ჯერ მერმა, ვარლამ წიკლაურმა უსაყვედურა, შემდეგ კი მანასიანი ფიზიკურად გაუსწორდა.
ზემოხსენებულს უარყოფენ როგორც მერი, ისე ბაბოიანი და მანასიანი.
დაიწყო თუ არა გამოძიება მომხდართან დაკავშირებით ჩვენი რედაქცია შსს-ს იმავე დღეს დაუკავშირდა, მას შემდეგ ჩვენ არაერთი მცდელობა გვქონდა ინფორმაცია მიგვეღო, თუმცა შსს-ში ჯერ გვეუბნებოდნენ რომ “მოიკითხავდნენ” შემდეგ კი “საკომენტარო არაფერი ჰქონდათ”. ჩვენ უწყებიდან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვეთ.
ჰამბარცუმ ბაბოიანის შეკითხვის შემდეგ სომხური სასაფლაოს კედელი გადავიღეთ, რომელიც ნამდვილად დაზიანებულია და საჭიროებს შეკეთებას: დაზიანებული კედელი სომხური სასაფლაოს მიმდებარედ, რომელიც “ოცნების” დეპუტატებს შორის სავარაუდო ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა
სავარაუდო ცემის ფაქტი სომხური სასაფლაოს თაობაზე დასმული კითხვის გამო-ახალციხის საკრებულო