Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

ახალციხის II სკოლას რეაბილიტაცია შესაძლოა წელს ჩაუტარდეს

April 20, 2026

ახალციხის N2 სკოლას რეაბილიტაცია შესაძლოა წელს ჩაუტარდეს – ჩვენს რედაქციას მიაწოდეს დოკუმენტი, რომელსაც ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მასწავლებლებს უგზავნის. 

დოკუმენტში მითითებულია იმ პრიორიტეტული სკოლების ჩამონათვალი, სადაც წელს რეაბილიტაცია/მშენებლობა იგეგმება. 

მათ შორის არის N2 სკოლა, რომელიც რეაბილიტაციის მიზნით, 2023 წელს დაცალეს და მას შემდეგ სკოლაში საგაკვეთილო პროცესი შეჩერებულია. 

“განათლების სამინისტრომ, სკოლების საჭიროებისა და არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობის ანალიზი შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობასთან კონსულტაციების საფუძველზე, 2025-26 წლებში განსაზღვრა პრიორიტეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხა, რომელიც გაეგზავნა ინფრასტრუქტურის სამინისტროს,” – ნათქვამია დოკუმენტში. 

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ინფრასტურქტურულ პროექტებთან და მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია 3 თვეში ერთხელ განახლდება. 

რა ხდება? 

ახალციხის მერე საჯარო სკოლა 2023 წელს დაცალეს, რეაბილიტაციის მიზნით. მასწავლებლების თქმით პროცესი რამდენიმე თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა სკოლა ამ დრომდე დაცლილია და რეაბილიტაციის კონკრეტული თარიღი უცნობია. 

სკოლის შენობის რეაბილიტაციის მოთხოვნით მშობლებმა და მასწავლებლებმა არაერთი აქცია გამართეს. პროცესში ჩაერთო დეპუტატი ანტონ ობოლაშვილიც, რომელმაც ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ სკოლას ან რეაბილიტაციას ჩაუტარებდნენ, ან დაანგრევდნენ და ახალს ააშენებდნენ. 

აღნიშნულმა განცხადებამ მშობლებში და მასწავლებლებში კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, რასაც შედეგად რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციები მოყვა. 

რა ვიცით ახლა?

“მუნიციპალური განვითარების ფონდი” ბაზრის კვლევას ატარებს. ხოლო, როგორც ჩვენს მეირ მოპოვებულ დოკუმენტში წერია, სკოლის ნაწილს რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ნაწილს კი – რეგიონული განვითარებს სამინისტრო განახორციელებს.

ახალციხის N2-ე სკოლის რეკონსტრუქციისთვის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება იგეგმება – მგფ

ჩვენ ყველა უწყებასთან დაკავშირებას ვცდილობთ და მასალასაც შესაბამისად განვაახლებთ. ასევე ვცდილობთ დავუკავშირდეთ ანტონ ობოლაშილს და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ხათუნა ხმალაძეს.

რა ხდებოდა წლების განმავლობაში საჯარო სკოლის ირგვლივ? – იხილეთ ჩვენს მეირ მომზადებული მასალები:

რა იქნება გაშიშვლებულ კედლებს მიღმა? – მგფ ახალციხის II სკოლის კიდევ ერთ ექსპერტიზას აპირებს

სამი წელი სკოლის რეაბილიტაციის მოლოდინში და კვლავ გაურკვეველი მომავალი

სჯა ახალციხის N2 სკოლის შესახებ

“თუ არ გაბრძანდებით, დავურეკავ პოლიციას,” – ხათუნა ხმალაძე TOK2Regions-ის ჟურნალისტებს

ახალციხეში, II სკოლის გვერდით ტერიტორიის 1 ლარად, აღნაგობის უფლებით გადაეცემა იგეგემება – მთავრობის დადგენილება