ნინოწმინდაში ველოსიპედით მოძრავ ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Jnews ავრცელებს. შემთხვევა გუშინ 8 აგვისტოს მოხდა.
ამავე წყაროს ინფორმაციით, არასრულწლოვანი მშობლებთან თავად მძღოლმა მიიყვანა. ბავშვი ჯერ ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ახალქალაქის კლინიკა ,,ევექსის “ დირექტორი ალექსადრე თოროიანი გვეუბნება, რომ პაციენტს თავის ტვინის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც საშუალო სიმძიმის.
პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ვინაიდან, კლინიკაში ამბობენ, რომ ადგილზე ნეიროქირურგის კონსულტაციას ვერ გაუწევდნენ, სპეციალისტის არ ყოლის გამო. მისივე თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩვენი რედაქცია უწყებიდან პასუხს ელოდება.